მარკო რუბიო - უკრაინაში ომი უჩვეულო გამოწვევა აღმოჩნდა, დონალდ ტრამპმა ყველაფერი გააკეთა ომის დასასრულებლად, ომი, რომელიც სამხედრო გზით ვერ დასრულდება, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება
მარკო რუბიო - უკრაინაში ომი უჩვეულო გამოწვევა აღმოჩნდა, დონალდ ტრამპმა ყველაფერი გააკეთა ომის დასასრულებლად, ომი, რომელიც სამხედრო გზით ვერ დასრულდება, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

ტრამპის მოთმინება უსასრულო არ არის, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპი „ძალიან მომთმენი ადამიანია“, მაგრამ მისი მოთმინება „უსასრულო“ არ არის.

„უკრაინაში ომი უჩვეულო გამოწვევა აღმოჩნდა, პრეზიდენტი დაუღალავად მუშაობდა ამაზე, მან უზარმაზარი დრო და ენერგია დახარჯა, ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ომი დასრულებულიყო. ომი, რომელიც სამხედრო გზით ვერ დასრულდება, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ ეს დასრულებულიყო. პრეზიდენტმა არაჩვეულებრივი მოთმინება გამოიჩინა დამატებითი სანქციების კუთხით იმ იმედით, რომ ამ მხრივ გარღვევას მიაღწევდა. ჩვენ შევედით იმ პერიოდში, რაც, როგორც ჩანს, პოტენციურად ესკალაციაც კია“, – განაცხადა რუბიომ.