მარკო რუბიო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთ-უკრაინის ომზე უთანხმოებაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთ-უკრაინის ომზე უთანხმოებაა, – ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
რუბიოს ეს განცხადება ეხებოდა nbc news-ის სტატიას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთ-უკრაინის ომზე აზრი ორადაა გაყოფილი, ნაწილი პრორუსულია, რომელიც ნებისმიერი სახის მშვიდობას უჭერს მხარს და მეორე – პროუკრაინული.
„ეს არის უახლესი მაგალითი დიდი ხნის 100%-იანი ყალბი ამბების სერიების, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობს განხეთქილება, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს ადამიანები არა მხოლოდ არასწორად იგებენ რაღაცებს, არამედ იგონებენ კიდევაც“, – წერს რუბიო.
This story is just the latest example of a long-running series of 100% fake news reports claiming a rift inside the Trump administration over how to end the war in Ukraine.
These people don’t just get things wrong, they literally make things up. https://t.co/C6CqXQW4HG
— Marco Rubio (@marcorubio) November 26, 2025