მარკო რუბიო სტამბოლში გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს ხვდება

15:59, 16.05.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს ხვდება.

კონკრეტულად, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ჯონათან პაუელი, გერმანიის წარმომადგენელი გუნთერ ზაუტერი და საფრანგეთის წარმომადგენელი ემანუელ ბონე.

როგორც „ბიბისი“ წერს, შეხვედრის მიზანია ირანისა და უკრაინის საკითხების განხილვა.

მსგავსი