მარკო რუბიო – სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება რუსული მხარის წინადადებებს, თუმცა ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი ამერიკაა. ამის შესახებ მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის რუსული მხარის წინადადებებს ეფუძნება, თუმცა ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც“, – წერს რუბიო.
მანამდე „სქაინიუსი“ ორ ამერიკელ სენატორზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა არ იყო ადმინისტრაციის და ამას რუსების სურვილების სია უწოდა.
„ეს ადმინისტრაცია არ იყო პასუხისმგებელი გეგმის ამჟამინდელი სახით გამოშვებაზე, მათ სურთ მისი გამოყენება საწყის წერტილად“, – თქვა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ რაუნდსმა.
The peace proposal was authored by the U.S.
It is offered as a strong framework for ongoing negotiations
It is based on input from the Russian side. But it is also based on previous and ongoing input from Ukraine. https://t.co/JWbAQ04kcw
— Marco Rubio (@marcorubio) November 23, 2025