მარკო რუბიო - სახდეპის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან არის პრეტენზია, რომ USAID-ი ძირს უთხრის საქმეს, რასაც აშშ აკეთებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ვცდილობთ მუშაობას
მარკო რუბიო - სახდეპის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან არის პრეტენზია, რომ USAID-ი ძირს უთხრის საქმეს, რასაც აშშ აკეთებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ვცდილობთ მუშაობას

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, თუ საელჩოებში მიხვალთ მთელ მსოფლიოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან და ელჩებისგან არის, რომ USAID-ი არ არის არა მხოლოდ თანამშრომლობისკენ მიდრეკილი, არამედ ისინი ძირს უთხრიან იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ ქვეყანაში, რაც აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

როგორც მარკო რუბიო აცხადებს, USAID-ი არის სრულიად უპასუხისმგებლო ორგანიზაცია, რომელიც არ მიიჩნევს, რომ მუშაობს აშშ-ისთვის.

„USAID-ი ძირითადად გადაიქცა სააგენტოდ, რომელიც თვლის, რომ არც კი არიან აშშ-ის სამთავრობო სააგენტო, თითქოს ისინი ამის გარეთ არიან, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, იღებენ გადასახადის გადამხდელის ფულს და ხარჯავენ, როგორც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ეროვნული ინტერესი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, რომელსაც ნახავთ, თუ საელჩოებში მიხვალთ მთელ მსოფლიოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან და ელჩებისგან არის, რომ USAID-ი არ არის არა მხოლოდ თანამშრომლობისკენ მიდრეკილი, არამედ ისინი ძირს უთხრიან იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ ქვეყანაში. ისინი მხარს უჭერენ პროგრამებს, რაც აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით. ასე რომ, ისინი არიან სრულიად უპასუხისმგებლო, არ მიიჩნევენ, რომ მუშაობენ აშშ-ისთვის. უბრალოდ, ფიქრობენ, რომ ეს ორგანიზაცია გლობალური სუბიექტია და რომ მათი მესაკუთრე არის მსოფლიო და არა შეერთებული შტატები. ეს არ არის ის, რასაც წესდება ამბობს“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, მიზანი ყოველთვის იყო USAID-ის რეფორმირება.

„ახლა ჩვენ გვაქვს დაუმორჩილებლობა. ახლა ჩვენ ძირითადად გვაქვს აქტიური ძალისხმევა. მათი ძირითადი დამოკიდებულება არის ის, რომ „ჩვენ არ ვმუშაობთ ვინმესთვის, ვმუშაობთ საკუთარი თავისთვის, არცერთ სააგენტოს არ შეუძლია, გვითხრას, რა უნდა გავაკეთოთ“. ასე რომ, პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად. მე ეს ძალაუფლება გადავეცი იმ ადამიანს, ვინც იქ არის სრულ განაკვეთზე და ჩვენ ვაპირებთ იმავე პროცესის გავლას USAID-ში, როგორც ახლა გავდივართ სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს არ ეხება უცხოური დახმარების თავიდან აცილებას. არსებობს საქმეები, რასაც USAID-ის საშუალებით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რაღაც სხვა რამის საშუალებით, როგორიცაა რეფორმირებული USAID-ი. ეს არის პროცესი, რომლზეც ჩვენ ვმუშაობთ. USAID-ში არის რაღაც, რომლის დაფინანსებაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ან რომელთანაც ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მათ საერთოდ არ სურთ თანამშრომლობა. ასე რომ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმისა, რომ ეს კონტროლის ქვეშ მოექცეს“, – განაცხადა რუბიომ.