მარკო რუბიო - რუსეთს სურს ის, რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია, ეს არის გამოწვევის არსი
მარკო რუბიო - რუსეთს სურს ის, რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია, ეს არის გამოწვევის არსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.

„ფუნდამენტური გამოწვევა ჩვენ წინაშე უკრაინასთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთს სურს ის, რაც მას ახლა არ აქვს და რაზეც უფლება არც აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც მას სამხედრო გზით არ შეუძლია. ეს არის გამოწვევის არსი“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, სწორედ ამიტომ კონფლიქტს „სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით“.