მარკო რუბიო - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი
მარკო რუბიო - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვფიქრობ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედია, მძევლები გათავისუფლდებიან – ყველა მძევალი. კარგი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის გაუქმება უწევს, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მძევლები „თითქმის დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდებიან.

„ჩვენ გვსურს, რომ ისინი 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდნენ, როგორც ეს შეთანხმების მონახაზშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუბიომ.