მარკო რუბიო - აქამდე უკრაინელებისა და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ, ეს სტრატეგია არ არის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების იდეა ან გეგმა არავის აქვს.
ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აქამდე უკრაინელებისa და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. მარკო რუბიოს თქმით, ეს სტრატეგია არ არის.
„პრეზიდენტი ტრამპი ამას განიხილავს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს შორის, რუსეთსა და შეერთებული შტატებს შორის, სადაც აშშ უკრაინას ეხმარება, და ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ, უბრალოდ, მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ცდილობს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა გზა მშვიდობისკენ.
მისი თქმით, ეს მოითხოვს დათმობებს ორივე მხრიდან.
„ჩვენ ორივე მხარე უნდა დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, ცხადია. ეს მათი ქვეყანაა. რუსები უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია. ეს იყო მიზანი, ეს რჩება მიზნად და ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, – განაცხადა მარკო რუბიომ.