მარკო რუბიო – ნიკოლას მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი, ის ნარკოტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა

16:10, 03.01.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი.

როგორც რუბიო სოციალურ ქსელში წერს, მადურო ნარკოტერორისტული ორგანიზაციის, „კარტელ დე ლოს სოლესის“ ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

მსგავსი