მარკო რუბიო - ნატო საფრთხეში არ არის, ერთადერთი, რაც მას საფრთხის ქვეშ აყენებს, არის ის, რომ გვყავს მოკავშირეები, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ სამხედრო ძალები ან არც ისე ქმედითუნარიანები არიან
მარკო რუბიო - ნატო საფრთხეში არ არის, ერთადერთი, რაც მას საფრთხის ქვეშ აყენებს, არის ის, რომ გვყავს მოკავშირეები, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ სამხედრო ძალები ან არც ისე ქმედითუნარიანები არიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ მიიჩნევს, რომ ნატო საფრთხის ქვეშ იმყოფება, თუმცა, მისი აზრით, ალიანსისთვის საფრთხეს წარმოადგენენ მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე არასაკმარის თანხებს გამოყოფენ. ამის შესახებ რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო საფრთხეში არ არის. ერთადერთი რამ, რაც ნატო-ს საფრთხის ქვეშ აყენებს, არის ის ფაქტი, რომ გვყავს ნატო-ს მოკავშირეები, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ სამხედრო ძალები ან რომელთა სამხედრო ძალები არც ისე ქმედითუნარიანები არიან, რადგან ისინი 40 წლის განმავლობაში არანაირ თანხას არ ხარჯავდნენ მასზე“, – განაცხადა მან.

რუბიოს თქმით, საუბარია მდიდარ ქვეყნებზე, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში.

„მათ ბევრი ფული აქვთ. მათ უნდა მოეხდინათ ინვესტიცია თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოებაში, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. თქვენ გყავთ ქვეყნები, რომლებიც ხარჯავენ 1.5 პროცენტს, ერთ პროცენტს თავიანთი ეკონომიკისას და ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ ამის სუბსიდირების გაგრძელებას. ეს უსამართლო და არასიცოცხლისუნარიანია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„აი, რა აყენებს ნატო-ს საფრთხის ქვეშ – ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვყავს მოკავშირეები. ახლა ეს სხვებმა გააკეთეს. პოლონეთმა, ჩეხეთმა – არის უამრავი ქვეყანა, რომლებმაც ეს გააკეთეს, მაგრამ ზოგიერთმა არ გააკეთა. ეს მდიდარი ქვეყნებია – გერმანია, საფრანგეთი. ჩვენ ეს ვიცით. ასე რომ, ეს უნდა გამოსწორდეს“, – დასძინა რუბიომ.