მარკო რუბიო – მსოფლიო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გარდაქმნის პერიოდს გადის
საგარეო პოლიტიკაში ხშირად არჩევანის გაკეთება გვიწევს არა „იდეალურ და ცუდ“ გადაწყვეტილებებს, არამედ „ორ არცთუ იდეალურ მიდგომას“ შორის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქსის“ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მსოფლიო გარდაქმნის პერიოდს გადის, როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. მსოფლიოში მიმდინარე ბევრ პრობლემას მარტივი პასუხები არ აქვს და ზოგჯერ არც იდეალური გადაწყვეტილებები არსებობს“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკაში ხშირად არჩევანის გაკეთება საჭირო ხდება არა „იდეალურ და ცუდ“ გადაწყვეტილებებს, არამედ „ორ არცთუ იდეალურ მიდგომას“ შორის.
რუბიოს განცხადებით, ასეთ ვითარებაში აშშ-ის ხელისუფლების ამოცანაა განსაზღვროს, რომელი ვარიანტი მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს ყველაზე ნაკლებ ზიანს.