მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, უცნობია, თუ რაზე ისაუბრეს მხარეებმა, რადგან მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ვაშინგტონი და პეკინი ცდილობდნენ დაძაბულობის შემსუბუქებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა სავაჭრო და სატარიფო დაპირისპირებები და ტაივანის მომავალი“, – ნათქვამია „როიტერის“ მასალაში.
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ჩინური მედიაც.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად განახორციელებენ ორი სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან კონსენსუსს და 2026 წელი გახდება წელი, როდესაც ჩინეთი და აშშ წინ წავლენ ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისკენ“, – წერს ჩინური მედია.