მარკო რუბიო – მადუროს რეჟიმი დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს თუ არ მიიღებს, აშშ ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს დააწესებს

09:45, 19.03.2025

აშშ ვენესუელას დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ აფრთხილებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ მიიღებს აშშ-დან დეპორტირებულ საკუთარ მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.

„მადუროს რეჟიმი დეპორტაციის ფრენების თანმიმდევრულ ნაკადს თუ არ მიიღებს დამატებითი მიზეზების ან დაყოვნების გარეშე, აშშ დააწესებს ახალ, მკაცრ და მზარდ სანქციებს“, – აცხადებს რუბიო.

მსგავსი