მარკო რუბიო ლიბანის პრეზიდენტს შეხვდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სამმხრივი ჩარჩოშეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს

20:59, 19.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამმხრივი ჩარჩოშეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტ აუნის ხელმძღვანელობით ლიბანის მთავრობა გამბედაობისთვის შეაქო და დადებითად შეაფასა მისი მტკიცე ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ლიბანის სუვერენიტეტის აღდგენას, „ჰეზბოლას“ განიარაღებას, მისი ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟსა და მშვიდობისკენ სწრაფვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება სამმხრივი ჩარჩოშეთანხმების წარმატებით განხორციელების მხარდაჭერისა და ლიბანის მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის მშვიდობის, ეკონომიკური აღდგენისა და ლიბანელი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის განცხადებაში.

მსგავსი