მარკო რუბიო – ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო სააგენტოებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა

20:23, 02.09.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო სააგენტოებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვიზიტი შეაფასა, როგორც რუსეთთან საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მცდელობა.

„მისი იქ ვიზიტი ძირითადად რუტინული იყო, იმ გაგებით, რომ ეს უბრალოდ სადაზვერვო საკომუნიკაციო არხების დამყარება და გაგრძელება იყო. ეს ყველაფერი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კრიზისის ან კონფლიქტის დროს“, – თქვა მარკო რუბიომ.

მსგავსი