მარკო რუბიო - იმედი გვაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება
მარკო რუბიო - იმედი გვაქვს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება

იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„პირველად ისტორიაში, ნატო-ს თავდაცვის ხარჯების წილმა 5%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმება, 12-დღიანი ომი, რომელიც ამერიკული ოპერაციით დასრულდა. ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელსაც შეგვეძლო ამის მიღწევა. იმედია, ძალიან მალე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიიღწეული იქნება. მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მის ინფრასტრუქტურას, სირიისა და ლიბანის გამო, პოტენციალი აქვს, შეიცვალოს. და ჯერ ექვსი თვეც კი არ გასულა. ექვსი თვეც არ გასულა. ასე რომ, ეს ტრამპის ლიდერობის დასტურია“, – განაცხადა რუბიომ.