მარკო რუბიო – „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება
„ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
„„ჰამასის“ მოპყრობა მძევლების მიმართ, ბიბასების ოჯახის სასტიკი მკვლელობის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად ასახავს მათ სისასტიკეს და არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტერორისტებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი ან განადგურდნენ“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
Hamas’ treatment of hostages, including its brutal murder of the Bibas family, further illustrates their savagery and is yet another reason why we are saying these terrorists must release all of the hostages immediately or be destroyed.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) February 22, 2025