მარკო რუბიო – გვინდა ძლიერი მოკავშირეები და არა სერიოზულად დასუსტებული, ევროპამ უნდა დატოვოს კულტურა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაანადგურებენ საკუთარ თავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული „კულტურა“.
რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ვიდეო და დაწერა, რომ შეერთებული შტატები ევროპელ ხალხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენ ძლიერი მოკავშირეები გვინდა და არა სერიოზულად დასუსტებული. ევროპამ უნდა დატოვოს კულტურა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს გაანადგურებენ“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროპელები უნდა ჩამოსცილდნენ იმ კულტურას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნეს.
„საშინელი სანახავია, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც უკეთებენ ამ ლამაზ ადგილებს. ჩვენ გვსურს ძლიერი მოკავშირეები და არა სერიოზულად დასუსტებულები. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.
The United States cares greatly about the people of Europe and the bonds we share as a civilization. But we want strong allies, not seriously weakened ones. Europe must depart from the culture they’ve created over the last ten years. Otherwise, they will destroy themselves. pic.twitter.com/rNQrd1KojK
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) January 21, 2026