მარკო რუბიო - ერ-რიადში რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა იყო გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანი უკრაინაში ომის სამართლიანი და მდგრადი დასრულებაა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს მის დასრულებაზე.
რუბიოს თქმით, ერ-რიადში რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა იყო გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო უკრაინაში ომის სამართლიანი და მდგრადი დასრულება.
რუბიომ ასევე თქვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ მომენტში უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში და არავინ უნდა დარჩეს განზე.