მარკო რუბიო - დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში 8 აგვისტოს მოაწერენ ხელს, სამშვიდობო შეთანხმების დასაწყისი იქნება
დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში 8 აგვისტოს მოაწერენ ხელს, სამშვიდობო შეთანხმების დასაწყისი იქნება – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, დონალდ ტრამპი მშვიდობის ერთგულია.
„მშვიდობის უფრო ფართო საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მშვიდობის ერთგულია და ერთგულია იმისა, რომ მშვიდობის პრეზიდენტი იყოს. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, 8 აგვისტოს ჩვენ აქ ვიქნებით შეთანხმების ხელმოსაწერად, რაც სამშვიდობო ხელშეკრულების დასაწყისი იქნება“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით არის მოსალოდნელი.