მარკო რუბიო – ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საშობაო მილოცვას ავრცელებს და 2025 წელს აჯამებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ წელს ბევრი მიღწევა აქვთ, თუმცა საუბარს სამშვიდობო შეთანხმებებით დაიწყებს, რომელთა შორისაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პაკისტანი და ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
„რა თქმა უნდა, ღაზა, გრძელი ომი, რომელიც არავის ეგონა რომ დასრულდებოდა. პრეზიდენტი ჩაერთო და დაასრულა ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გეგმით“, – ამბობს რუბიო.
სახელმწიფო მდივანი ასევე საუბრობს ნატო-ს საკითხზეც. მისი თქმით დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რაც ვერავინ შეძლო ნატო-ს ისტორიაში, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას.
„მე ძალიან ამაყი ვარ იმ რეფორმებით, რაც პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გავატარეთ სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ დავხურეთ USAID-ი, მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობდა“, – თქვა რუბიომ.
President of Peace. Results for America. 🇺🇸
🕊️ Ended 8 wars
💰 NATO 5% spending
❌ USAID reformed
🤝 Historic agreements to secure the border
🚨 War on drug cartels@SecRubio breaks down how President Trump & the State Dept. kept their promise- AMERICA FIRST, always. pic.twitter.com/gQTGsKCKRT— The White House (@WhiteHouse) December 24, 2025