მარკო რუბიო – აშშ უკრაინასთან „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ლიცენზიის მიღების შემდეგაც კი ქარხნების აშენებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს

00:43, 03.09.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასთან „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ მან გადაცემა The Brian Kilmeade Show-ში განაცხადა.

რუბიოს თქმით, წარმოების ლიცენზიის მიღება უკრაინის დაუყოვნებლივ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ლიცენზიის მიღების შემდეგაც კი შესაბამისი ქარხნების აშენებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

„ამ ეტაპზე ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ვთქვი, კიდევ ერთხელ, ეს არ არის მყისიერი გამოსავალი. წარმოების გაზრდას, თუნდაც ლიცენზია გქონდეთ, რამდენიმე წელი დასჭირდება, რადგან ასეთი ქარხნების აშენებას დიდი დრო სჭირდება. ეს მაღალტექნოლოგიური იარაღია. ასე რომ, ახლა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს განხორციელდეს, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაჭრის იმ მოკლევადიან პრობლემას, რომლებზეც ისინი მიუთითებენ“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი