მარკო რუბიო – აშშ-მა დიდი ხნის წინ შეიმუშავა სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაჩეროთ ნარკოტიკებით სავსე ნავები, ამას ვაკეთებდით და არ იმუშავა, ისინი შეჩერდებიან, როცა განადგურდებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკა შეცვლის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას. მექსიკაში ვიზიტის დროს რუბიომ აღნიშნა, რომ ადრინდელი მეთოდები არ იყო ეფექტური.
„შეერთებულმა შტატებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავა დაზვერვის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაჩეროთ ნარკოტიკებით სავსე ნავები. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ამან არ იმუშავა. ისინი შეჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც განადგურდებიან“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იგივე მონაცემები და სადაზვერვო მექანიზმები გამოიყენეს ნარკოტიკებით დატვირთული გემის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებში მიემართებოდა და, შეჩერების ნაცვლად, განადგურდა.
„ტრამპის პრეზიდენტობის დროს ასეთი დღეები დასრულდა“, – განაცხადა რუბიომ.