მარკო რუბიო - აშშ გმობს რამდენიმე ქვეყნის მიერ ორი ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესებას, შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყოთ, ვინ არის ნამდვილი მტერი 
მარკო რუბიო - აშშ გმობს რამდენიმე ქვეყნის მიერ ორი ისრაელელი მინისტრისთვის სანქციების დაწესებას, შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყოთ, ვინ არის ნამდვილი მტერი 

აშშ გმობს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორი მოქმედი წევრის მიმართ დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სანქციები ხელს არ უწყობს აშშ-ის ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის სახლში დაბრუნებისა და ომის დასრულების მცდელობებს.

„„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ჩაიდინა ენით აღუწერელი სისასტიკეები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და ხელს უშლის ღაზის მოსახლეობას მშვიდობიან ცხოვრებაში. ჩვენ შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყონ, ვინ არის ნამდვილი მტერი. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და ისრაელის გვერდით დგომისკენ“, – დაწერა მარკო რუბიომ.