მარკო რუბიო – აშშ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების, იმედს გამოვთქვამთ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს

20:48, 12.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს.

როგორც რუბიო აღნიშნავს, აშშ კვლავ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ რუსეთის ხალხს რუსეთის დღეს. შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო აყვავებულ მომავალს რუსეთის ხალხისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის – უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.

მსგავსი