მარკო რუბიო აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრის ნაწილი შეიძლება იყოს

11:43, 16.01.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრის ნაწილი შეიძლება იყოს.

მარკო რუბიოს თქმით, დისკუსიაში, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემსუბუქების საკითხიც შევიდეს, რათა ამან ვაშინგტონს კრემლზე გავლენის ბერკეტი მისცეს.

„გადაწყვეტილების მიღწევის თვალსაზრისით, სანქციები და სანქციების მოხსნა საუბრის ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა მარკ რუბიომ.

მსგავსი