მარკო რუბიო აცხადებს, რომ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატებით, სადაც იემენელ „ჰუსიტებზე“ იერიში განიხილებოდა, „ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ „ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა“ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატებით, სადაც იემენელ „ჰუსიტებზე“ იერიში განიხილებოდა. ამის შესახებ რუბიომ იამაიკაში ვიზიტისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩატი კოორდინაციის მიზნით იყო შექმნილი და იქ სამხედრო გეგმები არ განიხილებოდა.
„აშკარაა, რომ ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა და ჟურნალისტი დაამატა. არაფერი მაქვს პირადად ჟურნალისტების საწინააღმდეგო, მაგრამ თქვენ იქ არ უნდა იყოთ. იქ არ იყო სადაზვერვო ინფორმაცია. და მესმის, როდესაც ეს ამბავი პირველად გავრცელდა, გარკვეულწილად მიანიშნებდნენ, რომ იქ საომარი რუკები იყო, მაგრამ საომარი გეგმები საერთოდ არ იყო. როგორ მოხვდა ჟურნალისტი იქ? რატომ იყო ეს შესაფერისი? მიმაჩნია, რომ იქნება რეფორმები და ცვლილებები, რათა ეს აღარასოდეს გამეორდეს. ეს შეუძლებელია“, – განაცხადა რუბიომ.