მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო აშშ ევროპელი მოკავშირეების დასჯას არ აპირებს, თუმცა ნატო-თი იმედგაცრუების საკითხი მოსაგვარებელია
მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო აშშ ევროპელი მოკავშირეების დასჯას არ აპირებს, თუმცა ნატო-თი იმედგაცრუების საკითხი მოსაგვარებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ არ აპირებს, ევროპელი მოკავშირეები დასაჯოს ირანის წინააღმდეგ ომში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. რუბიომ ამის შესახებ შვედეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„აშშ-ს კვლავ აქვს გლობალური ვალდებულებები, რომლებიც ჩვენი სამხედრო ძალების განთავსებას უკავშირდება და ეს მუდმივად გვაიძულებს, გადავხედოთ, სად განვათავსებთ ჯარებს. ეს არ არის სადამსჯელო ნაბიჯი, ეს უბრალოდ მიმდინარე პროცესის ნაწილია“ – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „იმედგაცრუება“ ქვეყნის მოკავშირეების მიმართ ირანთან ომში მათი ჩართულობის არარსებობის გამო მოგვარებას საჭიროებს.

როგორც რუბიომ აღნიშნა, საკითხს ანკარაში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

„ეს საკითხი გადასაჭრელია, თუმცა დღეს არ მოგვარდება. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია“, – განაცხადა რუბიომ.