მარკო რუბიო აცხადებს, რომ დანიასა და გრენლანდიასთან კუნძულ გრენლანდიაზე სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასა და გრენლანდიასთან კუნძულ გრენლანდიაზე სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დელავერის წარმომადგენელმა რუბიოს ჰკითხა: „იცით, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია?“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი უპასუხა: „ჯერჯერობით“.
„ჩვენ რეალურად ჩართული ვართ მოლაპარაკებებში გრენლანდიასა და დანიასთან გრენლანდიის კოლექტიური თავდაცვისთვის გამოყენების შესახებ. ეს სარაკეტო თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, ახლა საუბრები კარგად მიმდინარეობს და გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ კარგი სიახლე გვექნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ის იზიარებს დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ გრენლანდიაში აშშ-ის ძალების განლაგების შესახებ არსებული შეთანხმებები არასაკმარისია და ტერიტორიის ფლობა მის დაცვას გაამარტივებდა.