მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა
აშშ-მა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
მისივე თქმით, აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს.
„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს“, – წერს რუბიო.
Effective immediately we are pausing all issuance of worker visas for commercial truck drivers.
The increasing number of foreign drivers operating large tractor-trailer trucks on U.S. roads is endangering American lives and undercutting the livelihoods of American truckers.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) August 21, 2025