მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ეწინააღმდეგება ანტაგონისტურ ენას, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ძალისხმევას რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ეწინააღმდეგება ანტაგონისტურ ენას, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ძალისხმევას რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად

აშშ ეწინააღმდეგება ანტაგონისტურ ენას, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ძალისხმევას რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ყოველთვის არსებობს პრობლემური საკითხები და ვაშინგტონს არ შეუძლია, ხელი მოაწეროს რაიმეს, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას.

„მიგვაჩნია, რომ ანტაგონისტურ ენას ზოგჯერ უფრო უჭირს მხარეების მაგიდასთან მიყვანა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ჩვენ ვართ ერთადერთი მხარე, რომელსაც შეუძლიამ მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადოს“, – განაცხადა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანი ასევე დარწმუნებულია, რომ ისინი საბოლოოდ მივლენ დოკუმენტთან, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და გამაერთიანებელი.

ცნობისთვის, 12-14 მარტს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები კანადაში, კვებეკში იკრიბებიან.

როგორც „როიტერი“ წერს, კანადას თავდაპირველად იმედი ჰქონდა, რომ შვიდეული შეთანხმდებოდა ერთიან განცხადებაზე, რომელიც მოიცავდა როგორც უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე ახლო აღმოსავლეთს. თუმცა, დიპლომატების თქმით, ამჯერად სრული კომუნიკეს შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ზოგიერთს ეშინია, რომ კომპრომისი, შეიძლება, ვერ მოიძებნოს. ორი დიპლომატის განცხადებით, შეერთებული შტატები ცდილობდა სანქციებსა და უკრაინაში რუსეთის ომზე მინიშნებების ამოღებას, ამავდროულად მოითხოვდა უფრო მკაცრ ენას ჩინეთის მიმართ.