ბუნდესლიგის ლიდერის „დორტმუნდის“ კაპიტანმა მარკო როისმა ბარძაყის ტრავმის შემდეგ ვარჯიშები განაახლა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
29 წლის გერმანელმა ტრავმა 5 თებერვალს „ვერდერის“ წინააღმდეგ, გერმანიის თასის მერვედფინალში მიიღო, რომელიც „ბორუსიამ“ პენალტების სერიაში წააგო.
როგორც გამოცემა „კიკერი“ წერს, როისი შეყვანილია გერმანიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის განაცხადში – ეს არის პარასკევს, სტუმრად გასამართი შეხვედრა „აუგსბურგის“ წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში როისმა 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.