„დორტმუნდის“ კაპიტანმა მარკო როისმა გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ 27-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.
როგორც გაზეთი „ბილდი“ იტყობინება, 30 წლის გერმანელი ასევე ვერ ითამაშებს 26 მაისს, „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ამასთან, არსებობს იმის ალბათობაც, რომ როისი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
2019-20 წლების სეზონში როისმა 26 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.