მარკო როისმა MLS-ში დებიუტი გოლით და საგოლე პასით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
მარკო როისმა MLS-ში დებიუტი გოლით და საგოლე პასით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ში შედგა გერმანელი ნახევარმცველის, მარკო როისის დებიუტი. „დორტმუნდის“ ყოფილი ფეხბურთელი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე „ლოს ანჯელეს გელაქსისა“ და „ატლანტა იუნაიტედის“ შეხვედრაში და მთავარი როლი შეასრულა თავისი გუნდის გამარჯვებაში: 76-ე წუთზე გერმანელმა საგოლე პასი გაუკეთა რიკი პუიგს, ხოლო 84-ე წუთზე თავად გაიტანა.

„გელაქსიმ“ 2:0 მოიგო და 27 მატჩის შემდეგ 52 ქულით ისევ ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას. ეს ამ კლუბისთვის მე-400 მოგება იყო MLS-ში, რაც აქამდე არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.

„ატლანტას“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს.