მარკო როისი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
მარკო როისი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდი მარკო როისი ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში, – წერს Sky.

33 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ვერ მოასწრებს აღდგენას მსოფლიო პირველობისთვის.

მიმდინარე სეზონში როისმა 12 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გერმანიის ნაკრებში მან 48 მატჩში 15 გოლი გაიტანა.