მარკო როისი ფეხბურთში არ დარჩება
მარკო როისი ფეხბურთში არ დარჩება

„დორტმუნდის“ ფორვარდმა მარკო როისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რის გაკეთებას აპირებს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ.

„ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობა – ჩემი არ არის, რადგან მინდა ვაკეთო სწორედ ის, რაც სიამოვნებას მომიტანს. დღეს არ შემიძლია ბევრი რამის კეთება, რადგან ჩემი კარიერა გრძელდება.

ოჯახთან ერთად მოგზაურობა – სწორედ ის არის, რაც საჭიროა დაძაბული დროის შემდეგ, რომელსაც ფეხბურთში გავატარებ. დღეს არ შემიძლია ამით სიამოვნების მიღება. რადგან ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობთ, მაგრამ იქ ერთ-ორ დღეს ვრჩებით“, – მოჰყავს როისის სიტყვები „ზაით ონლაინი“ (Zeit Online).