ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი მარკო როისი ახლოს არის MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ ჩარიცხვასთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის არ არის მოგვარებული კონტრაქტის ყველა დეტალი, მაგრამ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან.
მარკო როისმა ამ ზაფხულს დატოვა „დორტმუნდი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფეხბურთელი ამ გუნდში 2012 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში როისმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.