მარკინიოსი - ფინალში მონაწილეობა არ არის საკმარისი, ფინალი უნდა მოიგო
მარკინიოსი - ფინალში მონაწილეობა არ არის საკმარისი, ფინალი უნდა მოიგო

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევრმცველმა, მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის (1:0) შემდეგ, მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მარკინიოსი იმედგაცრუებულია, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკუთარი გუნდით ამაყობს.

„ფინალში მონაწილეობა არ არის საკმარისი, ფინალში უნდა გაიმარჯვო, – მოჰყავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის სიტყვები ეუფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს. – გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით.

არავის ეგონა, რომ ასე შორს წავიდოდით. ფინალში გავედით, მაგრამ დავმარცხდით და იმედგაცრუებას ვგრძნობთ, რომ უფრო მეტს ვერ მივაღწიეთ“.