მარკეტა გრეგოროვა ​- პარლამენტის თავმჯდომარე წევრების ხმები თუ არ არის საკმარისი, ნება მიბოძეთ, განცხადებას დავამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა
მარკეტა გრეგოროვა ​- პარლამენტის თავმჯდომარე წევრების ხმები თუ არ არის საკმარისი, ნება მიბოძეთ, განცხადებას დავამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა

ევროკავშირი არის პარტნიორი და არა იარაღი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ წერილს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი. ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შვიდი ევროპარლამენტარის ხმა საკმარისი თუ არ არის, მისი ხმა მერვე იქნება.

„ვინაიდან ეს განცხადება ძირითადად ეკუთვნოდა პარლამენტის თავმჯდომარე წევრებს, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მიბოძეთ, დავამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც ბატონი დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული შეთავაზება იყო – შესაძლოა, ნამდვილად ჰქონდეს შედეგები. ევროკავშირი არის პარტნიორი და არა იარაღი“, – წერს გრეგოროვა.