„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სანდრო ტონალის ტრანსფერზე იმუშავებს #1TVSPORT
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სანდრო ტონალის ტრანსფერზე იმუშავებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად „ნიუკასლ იუნაიტედის“ იტალიელ ნახევარმცველს, სანდრო ტონალის განიხილავს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

„რეალის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ მომავალ სეზონებში გუნდს ძლიერი და მრავალმხრივი ნახევარმცველი შეემატოს. ტონალი კლუბის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ითვლება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ლუკა მოდრიჩის კარიერა „სამეფო კლუბში“ დასასრულს უახლოვდება.

სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა „მილანიდან“ 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ. გასულ სეზონში მას 10-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა ფსონების არალეგალურად განთავსების გამო.

მიმდინარე სეზონში 24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა „ნიუკასლის“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.