„მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ ლამინ იამალს ახალ კონტრაქტს უმზადებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემის, „მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ 17 წლის ლამინ იამალთან ახალი კონტრაქტის გაფორმებს აპირებს.
ესპანური გრანდის გეგმით, გუნდის 19 ნომერი ახალ კონტრაქტს ხელს მაშინ მოაწერს, როდესაც 18 წლის გახდება. ხელშეკრულება 2030 წლის ივლისამდე იმოქმედებს.
ლამინი ამჟამად წლიურად მილიონ ევროზე მცირედით მეტს გამოიმუშავებს, განახლებული კონტრაქტით კი ისეთი ანაზღაურება ექნება, როგორიც სუპერვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელს.
აღსანიშნავია, რომ იამალის გამოსასყიდი თანხა მოქმედი კონტრაქტითაც მილიარდი ევროა. ეს ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა, ვადა კი 2026 წელს გასდის.
ესპანელმა მიმდინარე სეზონში თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. ის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.