„მარკა“ - ვინისიუსს „ალ-ჰილალში“ ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებენ #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატში კვლავ აქტიურად ცდილობენ „რეალის“ თავდამსხმელის, ვინისიუსის გადაბირებას, – იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა.
„მარკას“ ინფორმაციით, „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელები „რეალის“ 24 წლის ბრაზილიელ ლეგიონერს მისი თანამემამულის, ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებენ.
აღნიშნავენ, რომ ნეიმარმა საუდის არაბეთში „ვარსკვლავური“ მოლოდინები ვერ გაამართლა. ბრაზილიელს ხშირი ტრავმების გამო კლუბისთვის შესაბამისი სარგებელი ვერ მოაქვს და „ალ-ჰილალში“ მასთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტასაც კი განიხილავენ.