„მარკა“ - მამარდაშვილმა შეცდომებისა და მტკივნეული წაგებების გზა უნდა გაიაროს და გაძლიერდეს #1TVSPORT
„მარკა“ - მამარდაშვილმა შეცდომებისა და მტკივნეული წაგებების გზა უნდა გაიაროს და გაძლიერდეს #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ ქართველი კიპერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

მამარდაშვილი – ორი შემთხვევა, რომელმაც ლა ლიგაში ბევრი უნდა ასწავლოს

„ქართველი „ვალენსიაში“ ციკლონივით მაშინ მოვიდა, როდესაც ის 20 წლის იყო. მაგრამ „ოსასუნასთან“ გაშვებული გოლი, რომელიც გაუქმდა და „რეალთან“ შეცდომა მას გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო მეკარეა, მაგრამ სულ რაღაც 20 წლისაა. ქართველი კიპერი ჩუმად ჩამოვიდა და „ვალენსიას“ პირველი მეკარე გარემოებების გამო გახდა. მან ეს შანსი კარგად გამოიყენა და ყველა მოქმედება კარგად მოზომა. პირობები აქ შესანიშნავია, მაგრამ შეცდომებისა და უსიამოვნო შემთხვევების გზაც უნდა გაიაროს. ამის შემდეგ ეს ყოველივე უნდა დაძლიოს და უკეთესობისკენ წავიდეს.

ოსასუნას“ წინააღმდეგ „ვალენსიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ იყო მომენტი, რომელშიც უფრო მტკიცე უნდა ყოფილიყო. როდესაც ანგარიში 1:3 იყო, მან ბურთი აიღო, მაგრამ ეს დამაჯერებლად არ გააკეთა და „ოსასუნას“ ფეხბურთელმა წაართვა  და გაიტანა. VAR-მა გოლი გააუქმა, რადგან ბურთი ნამდვილად იყო მის ხელში და ეს, წესების თანახმად, დარღვევაა. მეკარემ იმ მომენტში შემტევის მოქმედება არ გააპროტესტა – მაგრამ გაუმართლა.

შემდეგ ამას მოჰყვა მადრიდის „რეალთან” მატჩი. დიდი ზეწოლა. ქართველი მეკარე მთელი მატჩის მთავარი საყრდენი იყო. მან დაბლოკა მადრიდელთა ყველა მცდელობა ბოლო მომენტამდე. ფულკიეს ავტოგოლისას ვერაფერს გახდებოდა და ანგარიში 1:1 გახდა. მაგრამ მეორე გოლი მეკარესა და მცველებს შორის შეუთანხმებლობის შედეგი იყო, როდესაც მამარადშვილმა კარიდან გასვლა დააგვიანა და ბენზემამ ეს შანსი გამოიყენა.“