ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი ტაჯმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება ბელგიელი მარკ ვილმოტსი. 50 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი კოტ დივუარის ნაკრები იყო.
ვილმოტსის ხელმძღვანელობით პირველ ორ შეხვედრას ირანის ნაკრები სირიისა და სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
უფრო ადრე ბელგიური პრესა წერდა, რომ ვილმოტსმა ირანული მხარისგან მოითხოვა სამწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 1.5 მილიონი ევრო.