ვილმოტსმა ირანის ნაკრები დატოვა
ვილმოტსმა ირანის ნაკრები დატოვა

ბელგიელმა სპეციალისტმა მარკ ვილმოტსმა ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა. მწვრთნელის თქმით, ირანის ფეხბურთის ფედერაციამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

აქამდე 50 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო კოტ დ’ივუარის ნაკრები, მანამდე კი ვილმოტსმა ოთხი წელი იმუშავა ბელგიის ნაკრებში, რომელთან ერთადაც მეოთხედფინალში გავიდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე და ევრო 2016-ზე.

ირანის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მესამე ადგილზეა C ჯგუფში.