მარკ რუტეს განცხადებით, „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება.
„სჯობს, არ ვისაუბროთ ჰიპოთეტურ სცენარებზე, რადგან, ჩემი ვარაუდით, კვლავ ფრთხილი ოპტიმიზმით, საქმეები შეიძლება პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, როგორც მარკ რუტემ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე პირადად თავისი ერთგულება ალიანსის მიმართ.
„ვიცი, რომ ზოგიერთს, შესაძლოა, ჰქონდეს შეშფოთება ნატო-ს მომავალზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად გამოხატა აშშ-ის ვალდებულება და თავისი პირადი ერთგულება ნატო-ს მიმართ. ასევე ნათლად გამოხატა მოლოდინი, რომ ჩვენ, ევროპაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით“, – აღნიშნა მარკ რუტემ.