მარკ რუტე - ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა, აშშ-ი ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდნენ ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ ჯერ იქ
ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა, აშშ-ი ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდენ ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
რუტემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის სურვილი ექნებათ თუ არა ქვეყნებს.
მისივე თქმით, ომის დასასრულებლად ჯერ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„ჯერ უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იქ არის, ანუ რუსეთი არ გაქრება. მე 2014 წლამდე ბევრი მოლაპარაკება მქონდა მათთან, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრი მოლაპარაკება მქონდა პუტინთან. ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად იყვნენ, სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის, და, რა თქმა უნდა, უკრაინის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა რუტემ.