მარკ რუტე – საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა თუ შეასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, კომისია იტყვის, რომ ქვეყანას შეუძლია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ვიტყვით „კის“
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020. EPA-EFE/BART MAAT
საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა თუ შეასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, კომისია რეკომენდაციას გასცემს და იტყვის, რომ ქვეყანას შეუძლია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ჩვენ ვიტყვით „კის“, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დისკუსია იმის შესახებ, რომელი ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირს და რომელი – არა, იქნება დეკემბერში.
„დღეს არ იქნება გადაწყვეტილება. დისკუსია, ვინ შეუერთდება ევროკავშირს და ვინ – არა, იქნება დეკემბერში. რაც შეეხება ნიდერლანდებს, მე ამაყი ვარ, რომ ნიდერლანდებსა და ჰააგაში დებატები ყოველთვის იყო დელიკატური. ჩვენ გადავედით პოზიციაზე, სადაც ვცდილობთ, ეს დებატები უფრო რუტინული გავხადოთ. სამართლიანობისა და სიმკაცრის იდეით თუ ვიმსჯელებთ, თუ რომელიმე ქვეყანა, მაგალითად, საქართველო ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, შეასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, კომისია რეკომენდაციას გასცემს და არ შემოგვთავაზებს უფრო მოკლე გზას, რეალურად ფაქტებს დაეყრდნობა და იტყვის, რომ ქვეყანას შეუძლია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ჩვენ ვიტყვით „კის“, – განაცხადა მარკ რუტემ.