მარკ რუტე - სამშვიდობო მოლაპარაკებები თუ გაჭიანურდება ან შედეგს არ გამოიღებს, რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო გზა სანქციები და უკრაინის დახმარების გაგრძელება იქნება
სამშვიდობო მოლაპარაკებები თუ გაჭიანურდება ან შედეგს არ გამოიღებს, რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო გზა სანქციები და უკრაინის დახმარების გაგრძელება იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის დაკისრებული ეკონომიკური სანქციები მტკივნეული და ეფექტურია.
„რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარების ნაკადი გაგრძელდება. ეს ის არის, რაც დღეს ხდება, მადლობა ამისთვის აშშ-ს, მადლობა ევროპელებს. აშშ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე აღჭურვილობას აგზავნის უკრაინაში, რაშიც ფული გადახდილი აქვთ კანადას და ევროპელ მოკავშირეებს, მაგრამ ასევე ევროპა და კანადაც ბევრს აკეთებენ ორმხრივ დონეზე. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთზე ეკონომიკური სანქციები მტკივნეული და ეფექტური იყოს. სწორედ ეს ხდება დღეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რომ მაქსიმალურ გავლენას მიაღწიონ სანქციების გავლით რუსეთის ეკონომიკაზე. ეს არის საუკეთესო გზა პუტინის გათვლების შესაცვლელად. ამასთან ერთად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.