მარკ რუტე - რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს, ნატო მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი
მარკ რუტე - რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს, ნატო მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი

რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს განცხადებით, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი დაარწმუნა, რომ ნატო მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს მთელ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, „გუშინ, ღამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი უკანონო აგრესიის შედეგები საზღვრებით არ იზღუდება“.

რუტეს თქმით, ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.